გია აბაშიძე: ეკონომიკური ზრდის გამო, საჯარო სექტორში ხელფასების მატება იქნება 10%-ის ოდენობით, იზრდება პენსიები
“ეკონომიკური ზრდის გამო, საჯარო სექტორში ხელფასების მატება იქნება 10%-ის ოდენობით, იზრდება პენსიები”,- ექსპერტი გია აბაშიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სასიხარულო რიცხვები და ფაქტები, რომლებიც ასახავენ რეალობას და არა – რადიკალური ოპოზიციის აღქმები და ილუზიები. ბუნებრივია, იდეალური სიტუაცია არაა, მაგრამ, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, პროგრესი საგრძნობია და კიდევ მეტია მოსალოდნელი.
პანდემიისა და პოლიტიკური რყევების მიუხედავად, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდაა (2021 წ. ბოლოს ორნიშნა მაჩვენებელია მოსალოდნელი), რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად დამტკიცებული ვარიანტი იზრდება ₾1 მილიარდ 310 მილიონით. ნაერთი ბიუჯეტი იქნება ₾21,8 მილიარდი.
შესაბამისად, მოხერხდა საგარეო ვალის შემცირებაც. 2022 წ.
მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით, 60%-დან 51,1%-მდე. ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4,2%.
ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება ₾65 მილიარდი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ $5500+ ეს ისტორიული მაქსიმუმია.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები – ₾5,9 მილიარდის ოდენობით (მშპ-ს 9,1%).
ეკონომიკური ზრდის გამო, საჯარო სექტორში ხელფასების მატება იქნება 10%-ის ოდენობით, იზრდება პენსიები და სოციალური შემწეობები სხვადასხვა კატეგორიების მოქალაქეებისათვის სხვადასხვა მიმართულებით და ასევე დაფინანსება გაეზრდებათ სამინისტროებს”,- წერს აბაშიძე.
„როგორც იყო ჩვენი დაპირება – მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.