საქართველოდან 10.6 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის და 15 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა
2021 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 10.6 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (4,550 ტონა), რუსეთში (3,574 ტონა), უკრაინაში (2,262 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვასა (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).
ამასთან, 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 15 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 7.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 73%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 74%-ით გაიზარდა.
მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (9,797 ტონა), სომხეთში (3,089 ტონა), უკრაინაში (1,451 ტონა), მოლდოვაში (241 ტონა), სლოვენიაში (91 ტონა), ყაზახეთში (102 ტონა), ყირგიზეთში (80 ტონა), ბელორუსში (40 ტონა) და სხვა ქვეყნებში (76 ტონა).