პაატა მანჯგალაძე: კულტურის მინისტრი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ათასწლოვანი კულტურული მემკვიდრეობა, ამ ენით არ უნდა საუბრობდეს

„კულტურის მინისტრი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ათასწლოვანი კულტურული მემკვიდრეობა, ამ ენით არ უნდა საუბრობდეს. საქართველო და მისი მოსახლეობა ამას არ იმსახურებს”, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში იმყოფება.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ ამ გზით მივდივართ და ნახეთ, რომ ოპოზიციას მილიონზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს, რა უნდა გავაკეთოთ, ვანთხიოთ ეს სიძულვილი და ბოლოს გავიყოთ შუაში, შევერკინოთ და ვინც გაიმარჯვებს იმას დავუტოვოთ ქვეყანა?-ესაა გამოსავალი? ამას გვთავაზობთ? ესაა გზა, რაც მიგვიყვანს ეროვნული თანხმობისკენ და ასე გადაწყდება ის პრობლემები, რაც საქართველოშია?”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები