გიული ალასანია: ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება, მე არ ვარ იმ კომიტეტში და ისევ ვურჩევ აქტიურობას, თვითონ განსაზღვრავენ ალბათ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს. მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს.

„არავითარი გზავნილი არ აქვს. რაც ჰქონდა სათქმელი, გუშინ თავად თქვა გამოსვლის დროს. არის ძალიან გადაღლილი, არის საკმაოდ სუსტად. როგორ უნდა იყოს, ამდენი დღე გავიდა და რა შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში? მეტი აქტიურობა საზოგადოებისგან, ხალხისგან, – ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რასაც მე ვხედავ. ხომ დაინახეთ, რა ხდება სასამართლოზე, რა იმედი უნდა მქონდეს? ადამიანი თვითონ იცავს თავის თავს, გამოდის, ლაპარაკობს და შედეგი რა მოჰყვება ამ ლაპარაკს? მანამდეც ლაპარაკობდა ამდენი წელი.
მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება. ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება. მე არ ვარ იმ კომიტეტში და ისევ ვურჩევ აქტიურობას. თვითონ განსაზღვრავენ ალბათ. რაც შეიძლება მეტი სიმრავლე და აქტიურობა არის საჭირო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები