ირაკლი ბერაია: ლავროვს ვურჩევდი, პროვოკაციული განცხადებების ნაცვლად, წინ დაიდოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ეუთო-ს მინისტერიალზე გამოსვლას ეხმაურება.

ბერაიას განცხადებით, საქართველომ თავისი არჩევანი გააკეთა და ალიანსში არსებობს სრული კონსენსუსი მოკავშირებს შორის, რაც ასახულია ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებაში.

„ის, ვინც მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, არის რუსეთი და მისი აგრესიული ქმედებები. ნატო-ს ღიას კარის პოლიტიკა არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსის პრინციპი. თქვენ იცით, რომ საქართველომ თავისი არჩევანი გააკეთა და ალიანსში არსებობს სრული კონსენსუსი მოკავშირებს შორის, რაც ასახულია ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებაში. როგორც საქართველო, ასევე ალიანსი აქტიურად მუშაობენ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანისთვის. ლავროვს ვურჩევდი, პროვოკაციული განცხადებების ნაცვლად, წინ დაიდოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და იმაზე იფიქროს, როგორ შეასრულოს მისმა აგრესორმა და კანობალიზმის პრინციპებით მოქმედმა სახელმწიფომ ამ ხელშეკრულების პირობები“, – განაცხდა ირაკლი ბერაიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები