რუსეთმა შესაძლოა, უკრაინიდან საკვები პროდუქტების შეტანა შეაჩეროს
რუსეთის სასოფლო – სამეურნეო პროდუქტების ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ალექსეი ალექსეენკოს განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა, დროებით შეაჩეროს სასოფლო – სამეურნეო პროდუქტების შეტანა უკრაინის ტერიტორიიდან. ამ ინფორმაციას სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს. ,,როდესაც უკრაინის მხარე შეასრულებს ყველა მოთხოვნას, რაც ევროპულ სტანდარტებს შეეფერება და არა თანამეგობრობის ქვეყნებს შორის არსებულ ხელშეკრულებებს, აი მაშინ გადაიხედება საკითხი მათი პროდუქციის რუსულ ბაზარზე კვლავ დაბრუნების შესახებ”, – აცხადებს ალექსეი ალექსეენკო.