ქობულეთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.