ბექა ოდიშარია ლატვიაში მოქმედი ქართული საზოგადოება – „სამშობლოს” წარმომადგენლებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, შეხვდა ლატვიაში მოქმედი ქართული საზოგადოების – „სამშობლოს” თავმჯდომარეს, იმედი კოკაიას და ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრს კონსტანტინე იონათამიშვილს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები იყო ლატვიის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობა და მათი სამომავლო გეგმები.

“შეხვედრაზე, იმედი კოკაიამ აღნიშნა, რომ იგი არის ლატვიაში არაერთი ქართული პროექტის ავტორი და დამფინანსებელი. მისი ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგი აპირებს გააგრძელოს აქტიური საქმიანობა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის შემთხვევაში, იმუშაოს მნიშვნელოვან პროექტებზე.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ სახელმწიფო უწყებასთან, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, განმარტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საგრანტო პროგრამები და სტუმრებს შესთავაზა მათში მონაწილეობის მიღება.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ყველა იმ შესაძლებლობაზე, რასაც ქართული სახელმწიფო სთავაზობს დიასპორის წარმომადგენლებს.

ბექა ოდიშარიამ, კომიტეტის სახელით, გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საინტერესო პროექტების განხორციელებაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები