მამუკა მდინარაძე: რა დაუშავა სააკაშვილმა პუტინს, გარდა იმისა, რომ ყველაფერში შეუწყო ხელი
“რა დაუშავა სააკაშვილმა პუტინს? ყველაფერში ხელი შეუწყო – სააკაშვილის ლანძღვა სწყინს პუტინს და ამისთვის ასამართლებს საქართველოში?!”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის პუტინის პირადი პატიმარია.
მისივე თქმით, სააკაშვილის მიზანია, საზოგადოებას მსგავსი განცხადებები დააჯეროს.
„რა დაუშავა მიხეილ სააკაშვილმა პუტინს, გარდა იმისა, რომ ყველაფერში შეუწყო ხელი, გალანძღა და იმას ეწყინა?! ამ დონეზე ჩავედით და ასეთი წარმოდგენა გვაქვს საზოგადოებაზე, რომ მან ეს უნდა დააჯეროს საზოგადოებას? ლანძღვა სწყინს და ამისთვის ასამართლებს პუტინი საქართველოში? პირიქით ხომ არ არის ეს ყველაფერი, ტერიტორიები ჩააბარა, შემდეგ, მათივე ენაზე ვთქვათ, “გაუპრავა” ეს ყველაფერი, რეზოლუცია სადაც ეწერა, რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა ომი დაიწყეს, მხარი დაუჭირა, პირიქით ხომ არ ხდება, კომპლექსით და გაღმა შედავების პრინციპის პიარის დალაგებით ხომ არ ცდილობს სააკაშვილი, რომ რუსული ნარატივი აქეთ გადმოიტანოს?”,- განაცხადა მდინარაძემ.