თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარდგა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე წარდგა.

თამარ ტალიაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მთავარ და აქტუალურ საკითხზე – ახალგაზრდებისა და ბავშვების დაცულობაზე ციფრულ სივრცეში. მოხსენება ეხებოდა ამ მიმართულებით მთელ რიგ მექანიზმებს, როგორც მედიაწიგნიერების დანერგვისა და გაძლიერების, ისე – სხვადასხვა მედიაპლატფორმის, მათ შორის, სოციალური მედიის სივრცეში დაცვის მექანიზმებს, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს.

„ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ვინაიდან ახალგაზრდები ატარებენ მეტ დროს ციფრულ სივრცეში. ერთი მხრივ, ეს არის მათთვის შესაძლებლობა მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება სხვადასხვა პლატფორმაზე, იზრდება განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ონლაინ კომუნიკაციის საშუალება, განსაკუთრებით განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით, თუმცა, მეორე მხრივ, ციფრული სივრცე სავსეა მთელი რიგი საფრთხეებით. ბავშვები და ახალგაზრდები, როგორც მოწყვლადი ჯგუფი არიან დაუცველები დეზინფორმაციისაგან, ძალადობრივი ენისგან, სიძულვილისგან და მთელი რიგი შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისგან და ამა თუ იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი ჩათრევის საფრთხისგან”, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

მომხსენებელი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივას ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით და აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რაც კარგი საერთაშორისო სტანდარტია და გულისხმობს ბავშვების დაცულობას ამ საფრთხეებით და ხიფათით სავსე პროცესებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები