რატი იონათამიშვილი – სააკაშვილზე: პოლიტიკური ცინიზმია, “ნიანგის ცრემლებით” საუბრობს მედიის თავისუფლებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სააკაშვილის განცხადებები პოლიტიკური ცინიზმია.

“პოლიტიკური ცინიზმია, რომ ადამიანი, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული დემოკრატია დაეზიანებინა, ადამიანის უფლებები და საკუთრების უფლება გაენადგურებინა, მედია დაემონებინა, ახლა “ნიანგის ცრემლებით” საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლებაზე და გვეუბნება, ხომ არ გვენატრება ის მეთოდები, რითაც ის ქვეყანას მართავდა, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ისტორიაში ნამდვილად შავი ლაქაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები