ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასის და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს, პიერ კლუეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასის და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს, პიერ კლუეს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კოვიდპანდემიის შემდეგ კინოინდუსტრიის განვითარების საკითხზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე შევჯერდით კინოინდუსტრიის განვითარების პროექტზე. განვიხილეთ საინტერესო და პერსპექტიული მომავალი პროექტი, რომელიც ეხება ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას და პროექტებს, სადაც საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნება ახალი პროგრამები ფილმების წარმოსაჩენად. პროექტი დაეხმარება საქართველოს ცნობადობის გაზრდაში, ინტეგრაციაში. საფრანგეთში არსებული სტრუქტურების ერთიანი ძალისხმევით, პროექტი დაგვეხმარება მაღალი ტრადიციების მქონე ქართული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციაში”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები