სასწრაფოდ: უკრაინაში ამერიკის ელჩმა რუსეთის ტერიტორიაზე სეპარატისტების მოსამზადებელი ბაზა აღმოაჩინა

აშშ-ს ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიეტმა დღეს ტვიტერის საკუთარ გვერდზე სკანდალური მასალები გამოაქვეყნა. ეს მასალები სეპარატისტების საწვრთნელი ბაზის ფოტოებს წარმოადგენს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ფოტოებით ირკვევა, რომ სეპარატისტების საწვრთნელი ბაზა რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის მახლობლადაა განლაგებული.
პაიეტის ფოტოების დასათაურებაც მრავლისმეტყველია: „აი უკრაინის საზღვრის მახლობლად არსებული სეპარატისტების მოსამზადებელი რუსული ცენტრის ფოტოები“, – წერს აშშ-ს ელჩი. ამ სკანდალურ ფოტოებს ჯერჯერობით ექსპერტების შეფასებები არ მოჰყოლია, თუმცა ცხადია, რომ ეს ყველაფერი უკრაინის კონფლიქტში რუსეთის უარყოფით როლს აშკარად წარმოაჩენს.

10547698_486636764813344_6850595963389949246_n

წყარო: https://twitter.com/GeoffPyatt/media

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები