ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით, თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არ აქვს

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში დღეს ამოქმედებულ ახალ კოვიდრეგულაციას, ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფციას ეხმაურება.

როგორც პოლიტიკოსი წერს, ამ რეგულაციამ საზოგადოება ორად გაყო.

“დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით, თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არ აქვს.
სისხლში ცილის მქონეთა ნაწილი, რომელიც, ჯამურად, ქვეყანაში უმცირესობაა, უკრძალავს სისხლში ცილის სავარაუდოდ არმქონეებს (კაცმა არ იცის), რომლებიც, ჯამურად, ქვეყანაში უმრავლესობაა, რესტორანში შესვლას ისე რომ არაფერს ეკითხება რესტორნის მეპატრონეს.
ცილა რომ გაქვს, ამის დასადასტურებლად სპეციალური პასპორტი შექმნეს.
ცილიანების მნიშვნელოვან ნაწილს ეს რეალობა ჰგონია ნორმალური, რადგან ისეთი შეშინებულია რომ ამაზე ბევრად უარესზეცაა წამსვლელი სხვა ადამიანებთან მიმართებით.
ცილიანების განსაკუთრებულად გამორჩეულ ნაწილს სჯერა, რომ უცილოებს სხვის რესტორანში შესვლის აკრძალვით უბიძგებს გახდეს ცილიანი, რომ ისევ თვითონ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ.
ცილიანების იმავე ნაწილს, რომელმაც მისცა ლეგიტიმაცია ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ასეთ გამოყენებას და ადამიანების ასეთ სეგრეგაციას, მერე უკვირს იგივე ხელისუფლება, იგივე ძალაუფლებით რაკამ რომ აყენებს და წელის სულ უფრო ჩაზნექას აიძულებს წლიდან წლამდე”, – წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები