მსოფლიოს რამდენიმე ავიაკომპანიამ ისრაელის მიმართულებით რეისები გააუქმა
ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მსოფლიოს რიგმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით რეისები გააუქმეს. ამის შესახებ მან დღეს გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ვწუხვარ, რომ ისრაელის მიმართულებით მსოფლიოს ავიაკომპანიებმა ფრენები შეწყვიტეს. თუ პალესტინელი ტერორისტები ავიახაზების წინააღმდეგ ტერორს კვლავ განახორციელებენ, ისინი უფრო მეტ სარაკეტო დარტყმას მიიღებენ და ეს საშიში იქნება არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.