ხვალ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ინტერნეტ მმართველობის რიგით მეშვიდე ფორუმი გაიხსნება
სამშაბათს, 30 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. # 7) ინტერნეტ მმართველობის რიგით მეშვიდე ფორუმი – GeoIGF 2021 გაიხსნება.
ღონისძიება 2-დღიანია და ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება 10 თემატური სესია, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს მიეძღვნება.