ნინო წილოსანი სააკაშვილის მხარდამჭერებს მოუწოდებს, დესტრუქციული ქმედებისგან თავი შეიკავონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს დესტრუქციული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

“მიხეილ სააკაშვილი, როგორც იცით, ესწრება სასამართლო პროცესს, თუმცა, მის მიმართ გამოყენებულ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობას ნამდვილად ჩრდილი მიადგება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს წინ აღნიშნული აქციები განსაკუთრებულ ძალადობრივ ქმედებებს გამოამჟღავნებენ ისევე, როგორც მისი სასამართლოში მიყვანა იცით, რომ პროკურატურის მხრიდან იყო დასაბუთებული, რომ შეიძლება, ყოფილიყო გარკვეული საფრთხის მატარებელი. ამიტომ, მოვუწოდებ მის მხარდამჭერებს, მისივე ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ ყველანაირი დესტრუქციული ქმედებისგან”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ექსპრეზიდენტი პირადად ესწრება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები