ზურაბ ქადაგიძე: ვისზეც კითხვები ჰქონდა, ყველა იყო მზად, ეპასუხა და ნოდარ მელაძემ არ ჩათვალა საჭიროდ

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება.

როგორც ანალიტიკოსი წერს, ნოდარ მელაძეს ჰქონდა შესაძლებლობა, ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუმცა, მან ეს არ გააკეთა, რადგან მათი ინფორმაცია ცარიელი პროპაგანდაა.

„ვისზეც კითხვები ჰქონდა, ყველა იყო მზად, ეპასუხა და ნოდარ მელაძემ არ ჩათვალა საჭიროდ. ნეტა, რატომ?
იმიტომ, რომ ცარიელი პროპაგანდაა და მეტი არაფერი…
პროფესიას ამოფარებული “მუკ”-ი(მებრძოლ უღმერთოთა კავშირი)
როგორც ბოლშევიკებს შეეძლოთ ერთი ადამიანის ინფორმაციის საფუძველზე, უარგუმენტოდ, უაპელაციოდ დაესაჯათ ათასები, ასევეა დღევანდელი პროპაგანდისტული მედია.(მხოლოდ ფიზიკურად ვერ ანადგურებენ ადამიანებს.)
ერთი ინტრიგანის ტვინში მოიხარშება სცენარი და ათასებს ცილს დასწამებენ უაპელაციოდ, უარგუმენტოდ ფაქტების გარეშე…
გააკრიტიკებ და თავისუფალი სიტყვის მოწინააღმდეგეს დაგარქმევენ.
ზუსტად ისე,როგორც ბოლშევიკები არქმევდნენ ადამიანებს “ხალხის მტრის” სახელს. პროფესიას ამოფარებული „მედიატერორისტები“, – წერს ქადაგიძე – facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები