ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ლანჩხუთის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

,,დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ჩვენ უნდა დავაფასოთ, პატივი ვცეთ, ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ სახელმწიფო ენას. ყველას გილოცავთ დედაენის დღეს!”- აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

დედაენის დღის ფარგლებში ანბანის, ნახატებისა და ილუსტრაციების გამოფენა მოეწყო, რომელსაც იოანე ნათლისმცემლის მართლმადიდებლური სკოლისა და ქალაქის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები