გია გაბრიჭიძე: „ნოდარიკოებმა“ გადაწყვიტეს, შექმნან ფონი, თითქოს, პროკურატურაში უკანონობა და განუკითხაობაა

„დღევანდელი გადაცემის ანონსის შესახებ განცხადება გაავრცელა პროკურატურის პრესსამსახურმა, სადაც აღნიშნულია, რომ „ნოდარიკოს“ შეეძლო გადაცემის ყველა ფიგურანტისგან მიეღო ამომწურავი ინფორმაცია“, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში გასულ სიუჟეტს, რომელიც მისი შეფასებით საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას ემსახურება.

„ის, თუ შინაგანად რაც არის „ნოდარიკო“ მელაძის გადაცემა, ყველამ კარგად იცის, მაგრამ სინამდვილეში რას ცდილობენ, საკმაოდ საინტერესოა. სააკაშვილს ორ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს, რამდენიმეს განაჩენი ჯერ არ დამდგარა. სწორედ ამიტომ „ნოდარიკოებმა“ გადაწყვიტეს შექმნან ფონი, თითქოს, პროკურატურაში უკანონობა და განუკითხაობაა. დღევანდელი გადაცემის ანონსის შესახებ განცხადება გაავრცელა პროკურატურის პრესსამსახურმა, სადაც აღნიშნულია, რომ „ნოდარიკოს“ შეეძლო გადაცემის ყველა ფიგურანტისგან მიეღო ამომწურავი ინფორმაცია. „ნოდარიკომ“ სიუჟეტის გასვლის წინ რაღაც მდაბიო სცენა გაითამაშა ანონსის გასვლის, პროკურატურის გამოხმაურების დროში სხვაობის შესახებ და „უსაშინლეს კომპრომატად“ „შემოგვასაღა“ დედის მიერ შვილისთვის მიწის ნაკვეთის ყიდვის ფაქტი (სტილი იგივეა – თავდასხმები მშობლებსა და შვილებზე). მოკლედ რომ ვთქვა „ნოდარიკომ“ კარგად იცის, რომ სააკაშვილის დანაშაულებს ვერანაირად გააბათილებს, მაგრამ ბელადის წინაშე, რომელიც არც თუ ისე კორექტულად მოიხსენიებდა, რაღაც ქულები ხომ უნდა დაიწეროს“, – წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები