ირაკლი ლატარია: გულისამრევია, როდესაც მელაძე და მისი გუნდი ცდილობს გამოგონილი ფაქტებით იმ ადამიანის გამართლებას, რომელსაც შეუძლია, იზეიმოს 110-ზე მეტი სოფლის რუსებზე გადაცემა

“როგორი გულისამრევია, როდესაც მელაძე და მისი გუნდი ცდილობს გამოგონილი ფაქტებით იმ ადამიანის გამართლებას, რომელსაც შეუძლია, იზეიმოს 110-ზე მეტი სოფლის რუსებზე გადაცემა და ასობით ვაჟკაცის მტრის ხელში ჩატოვება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი, ირაკლი ლატარია წერს.

„გადაფსიხდა მელაძე, ყველამ კარგად იცის, თუ რა ელოდება სააკაშვილს… მისჯილი აქვს გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეზე, კიდევ რამდენ საქმეზე მიდის ძიება და დარწმუნებული ვარ, „ნაცების“ ბელადი ყველაფერზე აგებს კანონის წინაშე პასუხს… მელაძის დღევანდელი სიუჟეტიც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის მიმართ პროკურატურას საკმაოდ გამართული და არგუმენტირებული ბრალდებები აქვს და სწორედ ამიტომაც ტვ „პირველი“ შეუდგა პროკურორებისა და ზოგადად პროკურატურის დისკრედიტაციას. მელაძე, რომ ფეიკ მეიკერია ეგ მე პირადად მაქვს საკუთარ თავზე ნაგრძნობი, მაგრამ როგორი გულის ამრევია, როდესაც ტელევიზია ცდილობს ისეთი ადამიანის გამართლებას, რომლის კისერზეც არის უამრავი ახალგაზრდის სიკვდილი, უდანაშაულო ხალხის დარბევა, ქუჩაში ჩახოცვა და ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა. როგორი გულის ამრევია, როდესაც მელაძე და მისი გუნდი ცდილობს გამოგონილი ფაქტებით იმ ადამიანის გამართლებას, რომელსაც შეუძლია იზეიმოს 110-ზე მეტი სოფლის რუსებზე გადაცემა და ასობით ვაჟკაცის მტრის ხელში ჩატოვება.

ნოდარ მელაძე და ზოგადად, ტვ „პირველი“ ჩემი ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევიან, მაგრამ მელაძეს ავიწყდება ერთი ძირითადი რამ: დღეს გარეთ 21 -ე საუკუნეა და ნებისმიერი მისი ფეიკ ინფორმაცია, მაქსიმუმ 10 წუთით ცოცხლობს, ხოლო შემდეგ ყველამ იცის რეალობა და რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ ტვ „პირველი“ იქცა სააკაშვილის ძირითად მხარედ და საზოგადოებაში მათ, ნდობის ხარისხი აქვთ ნულს ქვემოთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სააკაშვილის ტელევიზიები ასე გამალებით ებრძვიან პროკურატურას, რატომ? იმიტომ, რომ სწორედ მათი ამ ბრძოლის შედეგად ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად და სამართლიანად მუშაობენ. გინდათ შეაფასოთ დღევანდელი პროკურორების მუშაობა? შეხედეთ რა დღეში არიან მიშას ჯიბის ჟურნალისტები და თქვენვე მიხვდებით საით დგას სიმართლე“, – წერს ირაკლი ლატარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები