საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯია და ჯგუფის წევრები ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია და ჯგუფის წევრები ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ბიუჯეტის ცვლილებები განახლებულმა მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა განაპირობა. მისივე თქმით, ცვლილების აუცილებლობა, პანდემიიდან გამომდინარე, ჯანდაცვის ხარჯებს უკავშირდება. საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 300 მლნ. ლარით იზრდება შემოსავლების ნაწილი, რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს – ეს სეგმენტი 297.4 მლნ. ლარით იზრდება, რაც ძირითადად კოვიდთან დაკავშირებულ ჯანდაცვის ხარჯებზე ნაწილდება.

„შეხვედრა იყო საკმაოდ კონსტრუქციული და შეეხებოდა ცვლილებებს სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც გამოწვეულია იმ აუცილებლობით, რაც სახელმწიფოს პანდემიის მართვის მიმართულებით სჭირდება. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მომავალი წლის გეგმებზე”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები