ბაღდადში აფეთქების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა
არაბული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, დღეს ტერორისტი-თვითმკვლელის მიერ დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად 23 დაიღუპა და 40 ადამიანი დაიჭრა. აფეთქება პოლიციის სამეთვალყურეო პუნქტთან ახლოს, კადიმიას რაიონში განხორციელდა, რომელსაც შიიტები აკონტროლებენ. სამხედრო ექსპერტები ტერორისტი-თვითმკვლელების მხრიდან მომავალ პროვოკაციებსაც არ გამორიცხავენ.