პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმინეს

დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს, გენადი მაკარიძეს და თამარ ოქროპირიძეს მოუსმინეს.

ოპოზიციის ნაწილი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია, ნაწილი კი დარბაზში მხოლოდ იმიტომ შევიდა, რომ პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინა და სხდომა ისევ დაეტოვებინა.

იუსტიციის უმაღლესს საბჭოს პარლამენტისთვის ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს წარდგენილი: გენადი მაკარიძე, ნინო სანოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 26 ნოემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები