ტაილანდში სამხედრო რეჟიმი გრძელდება
ქვეყანაში სამხედრო რეჟიმი გრძელდება, მიუხედავად 22 ივლისს მიღებული დროებითი კონსტიტუციისა. ამის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა ნაციონალური უსაფრთხოების საბჭომ, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელში აიღო ქვეყნის მმართველობა. დროებითი პარლამენტი მალე მიიღებს კანონს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის 35 – კაციანი კაბინეტით შესაძლებელი იქნება სამოქალაქო მმართველობის აღდგენა.