გია ვოლსკი: რაც უფრო არარეალურია “ნაცმოძრაობის” რევოლუციის თემა, ნინო ლომჯარია უფრო კაპასი ხდება

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებები მის სტატუსთან შეუსაბამოა.

„რაც უფრო შორი და არარეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციის თემა, ნინო ლომჯარია უფრო კაპასი ხდება. მისი განცხადებები შეუსაბამოა იმ სტატუსთან, რომელიც პარლამენტმა ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით მას მისცა. ის დებულება, რაც დამტკიცდა და ის ფიცი, რაც დადო, აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ სარკაზმთან, ღლიცინსა და სულელურ განცხადებებთან, რომელიც უკავშირდება გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, მის სტატუსს და ავტორიტეტს. ვეღარ გავიგე, ვინ არის მისთვის ავტორიტეტი. სააკაშვილი ავტორიტეტია, ეს უკვე ფაქტია. იქნებ, მეგის ქარდავაა ავტორიტეტი ან ნებისმიერი სხვა, ვინც ჩაიდინა დანაშაულები”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მმართველი პარტიის თავმჯდომარეზე, ირაკლი კობახიძეზე განაცხადა: “მას არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასა და არცერთ ქვეყანასთან დასავლეთში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები