წყნეთის გზატკეცილზე ფერდობიდან მიწა ჩამოიშალა

წყნეთის გზატკეცილზე ფერდობი ჩამოიშალა. მერიის წარმომადგენლის განმარტებით, უხვი ნალექის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ მასა დაიძვრება და გზის სავალ ნაწილზე ჩამოვა.

“ფერდობზე არის მიწის მასა ჩამოშლილი. წყნეთის გზატკეცილზე ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები და მუნიციპალიტეტი შემდგომ ატარებს შესაბამის ღონისძიებებს. აკეთებს რკინის კონსტრუქციებს. ამ შემთხვევაშიც, შესაბამისი სპეციალისტები მოიკვლევენ, დადებენ თავიანთ დასკვნებს. მანამდე კი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, განხორციელდება დროებითი ღონისძიება. მოკვლევის შედეგების მიხედვით, თუ საჭირო გახდება, მოეწყობა რკინის კონსტრუქციებიც”, – განაცხადა ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელმა.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან:  ვაკის გამგებელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

შემთხვევის ადგილზე ელოდებიან სამხარაულის ექსპერტთა ჯგუფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები