ნიკოლოზ სამხარაძე: ნინო ლომჯარიას მოვუწოდებდი, უცხო სიტყვათა ლექსიკონში ჩაიხედოს და ნახოს, რას ნიშნავს სიტყვა “ლეგიტიმაცია”
“ნინო ლომჯარიას მოვუწოდებდი, უცხო სიტყვათა ლექსიკონში ჩაიხედოს და ნახოს, რას ნიშნავს სიტყვა „ლეგიტიმაცია”, – ასე ეხმაურება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ომბუდსმენის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს დასავლეთში ლეგიტიმაცია არ აქვს.
მისი თქმით, სახალხო დამცველმა, სავარაუდოდ, სიტყვა “ლეგიტიმაციის” მნიშვნელობა არ იცის.
„ირაკლი კობახიძე არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც პარტიამ ყრილობაზე აირჩია, შესაბამისად, პარტიის ლეგიტიმაცია ნამდვილად აქვს – ეს ერთი და მეორეც, ირაკლი კობახიძე არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და აქაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის სრული წესებით არის არჩეული”, – განაცხადა სამხარაძემ.