დიდი ბრიტანეთის პარლამენტი: იარაღის ექსპორტი რუსეთში გრძელდება

დიდი ბრიტანეთი განაგრძობს იარაღისა და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში, რომლის ღირებულება მილიონ დოლარს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა შეშფოთებულია უკრაინაში მომხდარი მოვლენებით, დიდი ბრიტანეთი მაინც განაგრძობს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას. დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპეციალური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რომელიც ქვეყანაში არეგულირებს იარაღის ექსპორტს, სალიცენზიო პაკეტი ორ ქვეყანას შორის მოიცავს 251 ხელშეკრულებას, რომელიც შეადგენს 225 მილიონ დოლარს. აქედან საერთო ევროპულმა სანქციებმა შეაჩერა მხოლოდ 31 ხელშეკრულება, დანარჩენი ყველა კვლავ ძალაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები