ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ 6 პაციენტი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს კიდევ 6 პაციენტი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 516 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, კორონავირუსი კიდევ 144 პირს დაუდასტურდა, სულ 34 265 შემთხვევაა.

ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 53 პაციენტი მკურნალობს; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში – 39; ოჩამჩირეში – 21; გაგრაში – 19; ტყვარჩელში – 10, ხოლო რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში 64 პაციენტი მკურნალობს.

ე.წ. რესპუბლიკაში დღესდღეობით 47 პირი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები