მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის შიდა პროცესებმა ზიანი არ მიაყენოს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის შიდა პროცესებმა ზიანი არ მიაყენოს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებსა და სტრატეგიულ მიზნებს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ახლა არის მომენტი, როდესაც ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ვემზადებით.
მნიშვნელოვანია, რომ სამმა ასოცირებულმა ქვეყანამ საკუთარი დღის წესრიგი მაქსიმალურად წინ წამოწიოს და მივაღწიოთ მაქსიმალურ პროგრესს.
მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგები იყოს ისეთი, რომ ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლასა და გაწევრიანებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა იმედის „ქრონიკაში“.