ნიკა მელია: უკვე მიმდინარეობს მშვიდობიანი რევოლუცია
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია უკვე მიმდინარეობს.
“დარწმუნებული ვარ, რომ ერთობა არსებობს და ეს ერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, რამაც ცვლილებები უნდა მოიტანოს. რა არის ეს საკითხი – ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები. უკვე მიმდინარეობს მშვიდობიანი რევოლუცია, პროცესია, შეუძლებელია, რომ რეჟიმმა, რომელიც არის არა უბრალოდ პოლიტიკურ, არამედ კიდევ უფრო მძიმე – მორალურ კრიზისში, შეძლოს თავისი ყოფის გახანგრძლივება”, – აცხადებს ნიკა მელია.