ამერიკის დაზვერვა: ჩვენ არ ვიცით, ვინ დააწვა გამშვებ ღილაკს
,,ნოიუ-იორკ პოსტის” ინფორმაციით, რომელიც ამერიკის დაზვერვის დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა, ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის რუსეთის მხარის აშკარა მონაწილეობა ,,ბოინგ 777″-ის ჩამოგდებაში.
,,ჩვენ არ ვიცით, ვინ დააწვა გამშვებ ღილაკს, ჩვენ არ ვიცით მისი სახელი, მისი თანამდებობა, არ ვართ დარწმუნებული მის ნაციონალურ წარმოშობაში. ალბათ ყველაზე რეალურია ის მომენტი, რომ რაკეტა შემთხვევით გაეშვათ და ეს ახალბედა სამხედრო ეკიპაჟმა გააკეთა “,- განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა.