რატი იონათამიშვილი: ჩვენს საზოგადოებას არ აინტერესებს ის მოთხოვნები, რომლებიც დესტრუქციასთან დაკავშირებულ “ნაცმოძრაობას“ აქვს
“ჩვენს საზოგადოებას არ აინტერესებს ის მოთხოვნები, რომლებიც საქართველოში რუსულ ინტერესებთან, მუდმივ რყევებსა და დესტრუქციასთან დაკავშირებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა ოპოზიციური პარტიები ამას რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, მით უკეთესი იქნება მათთვის.
„ჩვენს საზოგადოებას არ აინტერესებს ის მოთხოვნები, რომლებიც საქართველოში რუსულ ინტერესებთან, მუდმივ რყევებსა და დესტრუქციასთან დაკავშირებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამ რეალობას სხვადასხვა ოპოზიციური პარტია, მათთვის იქნება უკეთესი. სხვა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მათი რეიტინგი, რომელიც დღითიდღე ეცემა, კიდევ უფრო გაუფასურდება“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.