თენგიზ ცერცვაძე – მოსახლეობას: რადიკალურად უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება კოვიდპანდემიის მიმართ
“ვემუდარები მოსახლეობას, გთხოვთ, დროზე მოვეგოთ გონს და რადიკალურად უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება კოვიდპანდემიის მიმართ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, პანდემიის აგრესიული განვითარების შესაჩერებლად საჭიროა, დღეში 30-50 ათასი აცრა ჩატარდეს.
„თითქმის ორი თვეა, თითქმის ყოველდღე იმართება ხალხმრავალი აქციები. ეს პერმანენტული აქციები იმართება და ვერანაირი შედეგი ვერ დაიდო. არც ჩანს, რომ ახლო მომავალში აქციებით შეიძლება რამეს მივაღწიოთ. ერთადერთი შედეგი, რაც აქციებით დაიდო, ეს არის კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობის კატასტროფული ზრდა. ეს ეხება ორივე მხარს, როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. არაფერი ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად“, – ამბობს ცერცვაძე.