რატომ შეირჩა სააკაშვილის გადასაყვანად გორის სამხედრო ჰოსპიტალი – რატი ბრეგაძის განმარტება

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე განმარტავს, თუ რატომ შეირჩა საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსათავსებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

​ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ იქ დაცული იქნება მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

„ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა, ასევე, უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება.

რაც შეეხება გარანტიებს, ეს არის შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე, ყოველგვარ პროვოკაციაზე უარის თქმა, იქნება ეს სხვადასხვა სახის აქცია გორის ჰოსპიტალთან, თუ რაიმე სხვა დესტრუქციული ქმედება, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს როგორც ექიმების მუშაობას, ასევე, პატიმრის უსაფრთხოებას. ეს არის ის, რისკენაც ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებთ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პენიტენციურ სამსახურს არავინ მოუტყუებია და მოქალაქეებს მოუწოდა, შეწყდეს უწყების თანამშრომლებზე თავდასხმები.

„მოვუწოდებ ყველას მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ, სიძულვილის ენის აქამდე გაუგონარი მასშტაბის გამოყენების, კანონმორჩილ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე დაუყოვნებლივ თავდასხმის შეწყვეტისაკენ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები