მასშტაბური სპეცოპერაცია თურქეთში – პოლიციის 55 ოფიცერი უკანონო მოსმენებისთვის დააკავეს (ვიდეო)

მასშტაბური სპეცოპერაცია თურქეთში. პოლიციის 55 ოფიცერი უკანონო მოსმენის ბრალდებით დააპატიმრეს. მათ შორის არიან რეგიონული განყოფილებების ხელმძღვანელი პირები, უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები, სადაზვერვო სამსახურის, ანტიტეროტისტული და საფინანსო დეპარტამენტების თანამშრომლები. უცხოური მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ორი ეტაპისგან შედგებოდა და ის ერთდროულად ქვეყნის 25 პროვინციაში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის საუბარი უკანონოდ ჩაიწერეს. დაზარალებულებს შორის არიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
სპეცოპერაციას უშიშროების სამინისტროს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილება ხელმძღვანელობდა. მხოლოდ სტამბოლში დაკავებულია 30 ადამიანი. მედიის ცნობით, სპეცოპერაციას საფუძვლად დაედო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თურქეთის მოქალაქეებს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს უსმენდნენ. ამ მოსმენებს საიდუმლო ორგანიზაციის “სალიამ ტაუხიდის” წევრები ახორციელებდნენ. დღეს სწორედ ამ ორგანიზაციას ედება ბრალად 2 200 უკანონო ჩანაწერის გაკეთება. დაზარალებულებს შორის არიან როგორც ჟურნალისტები, ისე პოლიტიკოსები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. დაკავებულებს ბრალად პირადი ცხოვრების ხელყოფა ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბება და ფალსიფიცირებული სამხილების დამზადება ედებათ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=KWgVYQ7n6EI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები