გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილი თავის სიტყვას შეასრულებს და შიმშილობას შეწყვეტს, თუ გლდანიდან იქნება გადაყვანილი

იუსტიციის მინისტრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით ოპოზიცია ეხმაურება. გიგი უგულავას თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს სამედიცინო კუთხით ვერ შეაფასებს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ექპრეზიდენტი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან გადაიყვანენ.

“მე ვერ დავიწყებ სპეკულაციას, სამედიცინო კუთხით რამდენად მომზადებულია გორის ჰოსპიტალი. მე მოვისმინე ექიმების პოზიცია, რომ გარკვეული მანიპულაციებია საჭირო, რომელიც ამ კლინიკაში ვერ ჩატარდება. ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის სიტყვას შეასრულებს, თუ გლდანიდან იქნება გადაყვანილი შიმშილობას შეწყვეტს და პირიქით, თუ გლდანიდან არ გადაიყვანენ, შიმშილობას გააგრძელებს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა და მკურნალობის იქ ჩატარება შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები