“კონსილიუმის წევრებმა ტიკარაძის განცხადებასთან დაკავშირებით ტყუილი ინფორმაცია გაავრცელეს” – ირაკლი კობახიძე
“კონსილიუმის წევრებმა ეკატერინე ტიკარაძესთან დაკავშირებით ტყუილი გაავრცელეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრებზე საუბრისას განაცხადა.
„ეკატერინე ტიკარაძეს აქვს თავისი მკაფიო პოზიცია, რაც შეეხება ე. წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა, აქედანაც ჩანს, რომ ეს ე.წ. კონსილიუმი თვითონ არის ფეიკი და ავრცელებს ფეიკებს. ტიკარაძის განცხადებასთან დაკავშირებით ტყუილი ინფორმაცია გაავრცელეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი, ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გუშინ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ N18 დაწესებულებაში მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა.