დავით სერგეენკო: ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა, ვთხოვო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას
“ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა, ვთხოვო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და მიიღოს თუნდაც ის აუცილებელი დანამატები”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ მოშიმშილე დეპუტატის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.
„ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ გავიგე და მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ვნახე, მაშინ უკვე სერიოზულად იყო შერყეული მისი სომატური ჯანმრთელობა. ადამიანურად მინდა, ვთხოვო, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და, თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები მიიღოს.
შეგახსენებთ, პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განცხადება, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას აჩერებს, ვიდრე არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში.