დავით სერგეენკო: სააკაშვილის პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა

“პირადი რეკომენდაცია უკვე გავახმოვანე მის პირად ექიმსა და ამ დაწესებულების ექიმებთან, რომელიც, პრინციპში, სრულდება კიდეც. ეს იყო გადაუდებელი კონსულტაციები ღამის განმავლობაში, რამდენიმე სპეციალისტის, რომლებმაც უახლოესი საათების სამოქმედო გეგმა უნდა გაწერონ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოს განმარტებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმთან შეთანხმებით, დასაბუთდა 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა.

„პირადი რეკომენდაცია უკვე გავახმოვანე მის პირად ექიმსა და ამ დაწესებულების ექიმებთან, რომელიც პრინციპში სრულდება კიდეც. ეს იყო გადაუდებელი კონსულტაციები ღამის განმავლობაში იყო რამდენიმე სპეციალისტის, რომლებმაც უახლოესი საათების სამოქმედო გეგმა უნდა გაწერონ. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომელიც გაზიარებული იქნება. ეს არის სამედიცინო ლოგიკა. მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა. აქედან ორი ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, პირველი პრიორიტეტი იყო. ნევროლოგის კონსულტაცია იყო უკვე, გასტროენტეროლოგი ღამე ჩატარდებოდა. ამოცანაა ის, რომ ეს ადამიანები მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ადგილზე გაკეთდება, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, გადაყვანილი იქნება პაციენტი იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გვიან ღამით გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები