საქსტატი: 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 24.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 392.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის (ადგილობრივი ექსპორტის) გარეშე, მთლიანი ექსპორტის 73.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.9 პროცენტით გაიზარდა და 2 484.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2021 წლის იანვარ-ოქტომბერში 10 უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (493.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (440.7 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (246.1 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 655.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 377.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 187.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები