ელენე ხოშტარია: ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას, არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ
“გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ, არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ”, – ამის შესახებ პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მას სხვა გზა არ აქვს.
“გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაჰყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოოდ, ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში, და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.
დრო არათუ აღარაა, შეიძლება, დაგვიანებულია.
ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ, არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.
მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში.
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ!”, – წერს ხოშტარია
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სამოქალქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.