მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე: მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში

“ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში”, – ამის შესახებ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ცენტრ “ემპათიას” დამფუძნებელმა მარიამ ჯიშკარიანმა ისაუბრა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში. პირველი, არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა, არის მხოლოდ მორიგე პერსონალი. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ მართული იყოს იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც არის ძალიან, კრიტიკულად მძიმე. შესაბამისად, აუციელებელია გადაყვანა. ჩვენს ექიმ ენდოკრინოლოგს არ მიეცა საშუალება, შეემოწმებინა პაციენტი. ასევე, ჩვენს ექსპერტ ფსიქიატრს არ მიეცა შესაძლებლობა, შეემოწმებინა. მხოლოდ მე და რეანიმატოლოგმა შევამოწმეთ.

ჩემი მონაცემებით, არის ცერებრო-ორგანული სინდრომისთვის დამახასიათებელი როგორც მწვავე ნიშნები, რაც ჩვენი აზრით გონების კარგვის ეპიზოდი არის გამოწვეული ცერებრო-ორგანული დისფუნქციით. და ამჟამადაც არის გამოხატული ცერებრო-ორგანული დისფუნქციის ნიშნები, რაც კატეგორიულად ითხოვს პაციენტის სტაციონირებას ადეკვატურ კლინიკაში.

ნევროლოგი არ ჰყავდათ, არ ჰყავდა ნევროლოგს ნანახი და მოწვეულ იქნა სახალხო დამცველის აპარატიდან ექსპერტი ნევროლოგი. რაც შეეხება სხვა მდგომარეობას, ჩვენ არ მოგვეცა დეტალურად შესწავლის საშუალება, გამოთხოვნილია სამედიცინო ბარათი…

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა დღესვე გადაიყვამნონ ეს პაციენტი სამოქალაქო ტიუპის შესაბამის დაწესებულებაში. საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს, თავის ტვინის MRI, 3 ტესლა აპარატზე, სხვა ნაკლები არ შეიძლება.

იმის რეგულირებას, ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა, აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე. ინფორმაციას არ ფლობენ და ჩვენს ენდორკინოლოგს ვერ უთხრეს როგორი იყო გლუკოზის დონე გუშინ, როგორია დღეს. იქ, ასე ვთქვათ, ჩანაწერები არ შეესაბამება სტანდარტებს. პალატასთან არის არასამედიცინო პერსონალი და როდესაც სამედიცინო შემოწმებაა, არ შეიძლება არასამედიცინო პერსონალმა განკარგოს, ვინ შევა და ვინ გამოვა. ჩვენ სრულყოფილი შემოწმების საშუალება არ მოგვეცა”, – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები