იან კელი სააკაშვილზე: გადაიყვანეთ იგი დაწყევლილ სამოქალაქო საავადმყოფოში, ბოლოს და ბოლოს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს “ტვიტერზე” ეხმაურება.
“უბრალოდ გადაიყვანეთ იგი დაწყევლილ სამოქალაქო საავადმყოფოში, ბოლოს და ბოლოს. სააკაშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს.
განათავსეთ პერიმეტრის გარშემო ღობე, თუ არეულობის გამო წუხხართ. უბრალოდ აიღე პასუხისმგებლობა და გააკეთე ეს”, – წერია იან კელის განცხადებაში.