ბექა ბასილაია: მადლობა ღმერთს, მდგომარეობა დასტაბილურდა
სახალხო დამცველის აპარატთან გვაქვს კომუნიკაცია და პენიტენციურ სამსახურზე დაყრდნობით გვითხრეს, რომ სიტუაცია დასტაბილურდაო, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასიალაიამ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტირებისას განაცხადა.
“სახალხო დამცველის აპარატთან გვაქვს კომუნიკაცია და პენიტენციურ სამსახურზე დაყრდნობით გვითხრეს, სიტუაცია დასტაბილურდაო. მე მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, ოფიციალურად თქვან, როგორ არის მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ ძალიან მძიმე სურათი იყო. მადლობა ღმერთს, თუ მდგომარეობა დასტაბილურდა. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ ოფიციალურად, თუ რა მოხდა, მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მასთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.