ბექა დავითულიანი: პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დამნაშავემ სასჯელი უნდა მოიხადოს, ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა აიღოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ

“პასუხისმგებლობა არის ორი მიმართულებით, პირველი – ეს არის პენიტენციური სამსახური, რომელიც პასუხს აგებს პატიმრის ჯანმრთელობაზე და მეორე – ეს არის თავად პატიმარი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და რისკის ქვეშ აყენებს თავის თავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა აიღოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ იმაზე პასუხისმგებლობა, რომ დამნაშავემ სასჯელი უნდა მოიხადოს.

“პასუხისმგებლობა არის ორი მიმართულებით, პირველი – ეს არის პენიტენციური სამსახური, რომელიც პასუხს აგებს პატიმრის ჯანმრთელობაზე და მეორე – ეს არის თავად პატიმარი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და რისკის ქვეშ აყენებს თავის თავს. რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური არის ვალდებული, ყველა ღონისძიება გაატაროს იმისთვის, რომ პატიმრის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დამნაშავემ სასჯელი უნდა მოიხადოს, ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა აიღოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ.

პატიმარი სააკაშვილი მოითხოვდა გათავისუფლებას და ამის გამო შიმშილობდა, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაშინ რომ გადაეყვანათ სამოქალაქო კლინიკაში ის შიმშილობას არ შეწყვეტდა, ასეთი იყო მისი გადაწყვეტილება. პენიტენციურმა სამსახურმა თქვა ასეთი რამ, რომ – მე 2000 შიმშილობის ფაქტი მაქვს ნამკურნალები, შესაბამისად, მაქვს ამისი გამოცდილება და პატიმარ და პაციენტ სააკაშვილს მე უკეთ ვუმკურნალებ, ვიდრე სამოქალაქო კლინიკა იმიტომ, რომ მე ამის გამოცდილება მაქვს. პენიტენციური სისტემა თავისი სტანდარტით და პროტოკოლით უნდა აკეთებდეს ამას და დარწმუნებული ვარ, აკეთებს კიდეც ამას”, – თქვა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ,  ცოტა ხნის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მასთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები