აკაკი მინაშვილი: რამე არ მოუვიდეს მესამე პრეზიდენტს, თორემ ვერ გაასწრებენ აქედან, ვინც ამ ამბავშია ჩართული

“ილოცონ და გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ არაფერი მოუვიდეს, თორემ მძიმე პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, აკაკი მინაშვილმა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის დამძიმების შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ განაცხადა.

“ ერთი რამე მინდა, ვთქვა მარტო, რამე არ მოუვიდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თორემ ვერ გაასწრებენ აქედან, ვინც ამ ამბავშია ვერავინ. ილოცონ და გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ არაფერი მოუვიდეს, თორემ მძიმე პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვინც მათთან თანამშრომლობს, ციხის ექიმი თუ სხვა, ვინც ამ ანტისახალმწიფოებრივ საქმეში მონაწილეობს აგებს სერიოზულად პასუხს”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები