სოზარ სუბარი: ქვეყნის საგარეო მიმართულება გაეპროტესტებინათ მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა ომში ჩართო
ქვეყნის საგარეო მიმართულება გაეპროტესტებინათ მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა ჩართო ომში, ვერ და არ აიცილა თავიდან ქვეყნის ოკუპაცია და ქვეყანაში აგრესორის შემოჭრა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის შეფასებისას „ქრონიკას“ განუცხადა.
„სააკაშვილმა თავიდან არ აიცილა ასეულობით, ჩვენი მოქალაქის სიკვდილი და ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქის დევნილად ქცევა. ზუსტად ორი თვის შემდეგ, მისმა პარტიამ სტრასბურგში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება და ქართველს სამხედროებს დააბრალეს აკრძალული იარაღით საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა. აი, მაშინ გაეპროტესტებინათ ამ პარტიებს, უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში