სოზარ სუბარი – სააკაშვილზე: ამ კოვიდპანდემიის პირობებში საავადმყოფოში ერთი სართული უნდა გათავისუფლდეს ამ ადამიანის გამო, გაუარესდეს პაციენტების მდგომარეობა და რისთვის, მისი ახირებების გამო

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხს ეხმაურება. როგორც სუბარი აღნიშნავს, კოვიდპანდემიის პირობებში კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანით საფრთხე სხვა პაციენტებსაც შეექმნებათ.

“ამ კოვიდპანდემიის პირობებში საავადმყოფოში ერთი სართული უნდა გათავისუფლდეს ამ ადამიანის გამო. იქ უნდა იყოს დაცვა. გაუარესდეს პაციენტების მდგომარეობა და რის გამო, ამ ერთი ადამიანის ახირებების გამო. აღარ ვლაპარაკობ იმაზე თუ რა საფრთხეები შეიძლება ამას მოყვეს, ამას შესაბამისი უწყებები ისაუბრებენ.
რაც შეეხება მის ფიზიკურ მდგომარეობას – მას ყველაფერი ნორმაში აქვს”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები